01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
წარმოუდგენელი თვითნებობაა ქართული კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით - ლაშა ბაქრაძე

"რაც ვარძიაში მოხდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო გაფრთხილება იქნება, რომ ასე აღარ შეიძლება მომავალში განვითარდეს. ხდება მიყრუება, თითქოს არაფერი ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოუდგენელი თვითნებობა ქართული კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით," - ეს შეფასება ვარძიის ტაძარში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ისტორიკოსმა, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ, შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

"ამა თუ იმ ეკლესიის წარმომადგენელს, როგორც უნდა, ისე იქცევა. სახელმწიფოს არ გამოუჩენია ნება, იშვიათად იჩენს ნებას, რომ მკაცრი სიტყვა თქვას ამასთან დაკავშირებით. აქ მთავარი დამნაშავე არის თვალის დახუჭვა, ამან მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რაც მოხდა ვარძიაში. ეს არ არის შემთხვევითობა,“ - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ლაშა ბაქრაძე ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქოც ინერტულობას იჩენს. ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით უხეში ჩარევა ხდება.

„სრულიად აღმაშფოთებელია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება,“ - განაცხადა ბაქრაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები