01 ოქტომბერი 2024,   13:35
ვრცლად
კონკორდატი არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს დაბანილი აქვს ხელი ქრისტიანულ ძეგლებზე - მარინე მიზანდარი

ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი გაჩენილი ხანძრის გამო ვარძიის ფრესკების დაზიანებას სისტემურ პრობლემას უკავშირებს და ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში რისკის თავიდან აცილებისა და მართვის მექანიზმები არ არსებობს.

ამის შესახებ მარინე მიზანდარმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კულტურის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიმდინარებდა მოლაპარაკებები საპატრიარქოსთან, რომ მონასტერი გადასულიყო ძეგლის სიახლოვეს და არ ყოფილიყო უშუალოდ ვარძიის ტერიტორიაზე თუმცა ეს პროცესი გაჩერდა.

„კულტურული მემკვიდრეობის კანონი მოქმედებს ყველა მოქალაქეზე და მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებზეც. ასევე, კონკორდატი გულისხმობს გადანაწილებულ პასუხისმგებლობას. კონკორდატი არ ნიშნავს იმას, რომ  სახელმწიფოს დაბანილი აქვს ხელი ქრისტიანულ ძეგლებზე. სახელწმიფო არის პასუხისმგებელი, როგორც კულტურის სამინისტრო, ასევე ძეგლთა დაცვის სააგენტო. ჩვენ დღეს გვაქვს დიდი პრობლემა კულტურული მართვის სფეროში იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, კანონი არ მოქმედებს არამხოლოდ საპატრიარქოს წევრებზე, არამედ ზოგიერთ ხელისუფლების წარმომადგენელზე, ზოგიერთ იმ უწყებაზე რომელსაც ევალება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა,“ - განაცხადა მარინე მიზანდარმა.

 

დღის ამბები