01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
ნიკოლოზ ანთიძე ვარძიაში გაჩენილ ხანძარს "უდიერ მოპყრობას" უწოდებს

„უდიერი მოპყრობა“, - ასე შეაფასა ვარძიაში გაჩენილი ხანძარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, შაბათის კურიერის პირაპირ ეთერში.

„შემთხვევითობა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან არავის. შემთხვევითობა კულტურულ მემკვიდრეობაზე არ უნდა ხდებოდეს,“ - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ. 

ანთიძის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების დასკვნის შემდეგ რეაგირება იქნება შესაბამისი.

მისი თქმით, ვარძიაში ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და 2017 წლიდან შესაძლოა, საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყოს.  

„საპატრიარქოს და სახელმწიფოს ურთიერთობა დალაგებული აქვს სამართლებრივ დონეზე. საპატრიარქოს იმ ინსტიტუციასთან, რომელიც ნებართვებს იძლევა, მათთან კარგად ვმუშაობთ. პრობლემაა დაუმორჩილებელი, თვითნებური ადამინები, რომლებიც არიან ეპარქიებში, ან შემომწირველია, შეიძლება სასულიერო პირი იყოს,“ - განაცხადა ანთიძემ. 

დღის ამბები