01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
ეკოლოგია, გამწვანება, საბავშვო ბაღები და დედაქალაქის კეთილმოწყობა - თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტები უცვლელი რჩება

რამდენიმე დღეში უნდა დაზუსტდეს თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები.

თბილისის მერის თქმით, პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე არსებობს.

დავით ნარმანია ამბობს, რომ 2017 წელსაც ბიუჯეტი 800 მილიონ ლარზე ნაკლები არ იქნება. დედაქალაქის მერი აქვე აცხადებს, რომ თბილისის მთავრობის პრიორიტეტები უცვლელი დარჩება. მერი ამბობს, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის მთავარი მიმართულება ეკოლოგია, გამწვანება, საბავშვო ბაღები და დედაქალაქის კეთილმოწყობა იქნება. 

"ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები დაზუსტდა. მომდევნო კვირას ყველა ძირითადი მიმართულებები გაიწერება. 15 ნოემბრამდე წარვადგენთ თბილისის საკრებულოში.  800- მილიონ ლარზე ნაკები არ იქნება პარამეტრები,"- განაცხადა ნარმანიამ. 

დღის ამბები