01 ოქტომბერი 2024,   13:37
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

ამ წუთებში ერეკლე მეორის მოედანზე, პარტია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს, სადაც საფინანსო კომპანია საქართველოს მეანაბრეები არიან შეკრებილები.  ისინი მმართველი პარტიისგან დახმარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა თქმით, უკვე 3 თვეა საფინანსო კომპანია საქართველოს მენეჯმენტი უარს ამბობს მათ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

საუბარია იმ თანხებზე, რომელიც საფინანსო კომპანიაში მეანაბრეებმა სარგებლის მიღების მიზნით განათავსეს.

აქციის მონაწილეების თქმით ჯამში 3 ათასამდე მოქალაქეა დაზარალებული,  ხოლო ჯამური თანხა, რომელიც საფინანსო კომპანიას მართებს მეანაბრეების წინაშე, 30 მილიონ ლარს აღწევს.

დღის ამბები