01 ოქტომბერი 2024,   13:28
ვრცლად
ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ - ილია მეორე

ადამიანის ფსიქიკა დაზიანებულია, ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როდესაც მათ განიცადეს დიდი განცდები - ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სამების ტაძარში ქადაგებისას გააკეთა.

ილია მეორის თქმით, ადამიანი შიშით არის შეპყრობილი, თუმცა საქართველოსთვის საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება.

“ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ პერიოდში, განსაკუთრებულ დროს, როცა ადამიანებს რთული ცხოვრება უდგათ წინ, როცა ადამიანებმა განიცადეს დიდი განცდები, დიდი გამოცდები. ადამიანის ფსიქიკა მუდამ დაზიანებულივით არის, შიშით არის შეპყრობილი. მე მინდა, ღვთის წყალობით, მოგმართოთ, ნურაფრის ნუ გეშინიათ, უფალი ჩვენთანაა, უფალი სწყალობს საქართველოს. მართალია, განსაცდელი მთელ მსოფლიოშია, მაგრამ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ არის და ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ დაეცეს ქართველი ერი,“ - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

დღის ამბები