01 ოქტომბერი 2024,   13:25
ვრცლად
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი მოზარდი - ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს და 13 წლის მოზარდს ადანაშაულებს

14 წლის ანრი გოგიტიძის ოჯახი მათი შვილის მკვლელობაში ბრალს ბრალს 13 წლის მოზარდს სდებს.

გარდაცვლილის მშობელი ამბობს, რომ ანრი გოგიტიძეს გულის მხარეს სისხლჩაქცევები ქონდა, ხოლო ზურგის მარცხენა მხარეს ე.წ. კასტეტი ქონდა ჩარტყმული.

მოგვიანებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში, ანრი გოგიტიძის სიკვდილის მიზეზად ექსპერტმა კარდიომიოციტების მწვავე იშემიური დაზიანებების შედეგად განვითარებული გულ-სისძარღვთა მწვავე უკმარისობა დაასახელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებებისას სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ყველა მოზარდი დაკითხეს.

ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებები, რამდენად იყო მოზარდის გარდაცვალების მიზეზი კომისიურმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. მისი ჩატარება კი უკვე რამდენიმე თვეა ვერ ხერხდება.

გოგიტიძეების ოჯახი, კვალიფიციურ სამედიცინო დასკვნას ითხოვს. ამას გარდა, ოჯახი იმაზეც საუბრობს, რომ მოზარდი, რომელმაც ანრი გოგიტიძე სცემა, მხოლოდ 13 წლისაა ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი 14 წელს მიუღწეველი დამნაშავის დასჯა დაუშვებელია.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები