01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
ოქსფორდის უნივერსიტეტში დაცული ილია ჭავჭავაძის პირადი წერილები

ოქსფორდი უნივერსიტეტებით არის ცნობილი, თუმცა აქ უძველესი ბიბლიოთეკებია, სადაც მილიონობით ნიმუში ინახება. ქართველებისთვის კი ყველაზე სინტერესო ვესტონის ბიბლიოთეკაა, სწორედ აქ უორდროფის კოლექციაში, ილია ჭავჭავაძის პირადი წერილებია დაცული.

ოქსფორდის უნივერსიტეტები მუზეუმის ფუნქციასაც ითავსებს. უძველეს დარბაზებში დამთვალიერებლები გარკვეულ საათებში დაიშვებიან. სწორედ ამ ბიბლიოთეკაში ინახება ილია ჭავჭავაძის წერილებიც, რომელიც ქართველი პოეტის და თვითნასწავლი მარჯორი უორდროფის მიმოწერის საფუძველზეა შემონახული.

მარჯორი უორდროფმა სახლში თავისით, ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე ისწავლა ქართული ენა. მან ილია ჭავჭავაძის განდეგილი თარგმნა და მისი გამოქვეყნებისთვის ნებართვა სთხოვა ავტორს.  სწორედ ილია ჭავჭავაძის პასუხები ინახება ბიბლიოთეკაში.

მარჯერიმ ილია ჭავჭავაძის და სხვა ქართველი პოეტების არაერთი ლექსი თარგმნა.

ინგლისელი ქალბატონი საქართველოსაც ესტუმრა და ოქსფორდში მისი დღიურები ინახება, სადაც ქვეყანაში მიღებულ შთაბეჭდილებებს აღწერს.

ავტორი: გვანცა სუთიძე. 

დღის ამბები