01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
ვარძიის ხანძარი და გაჭვარტლული უნიკალური ფრესკები

ხანძარი ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერი ვარძიის კიდევ ერთი სამწუხარო თარიღია. სწორედ ამ დღეს, მწუხრის ლოცვის დასრულებიდან 2-3 საათის შემდეგ, ვარძიაში მცხოვრებმა ბერ-მონაზვნებმა ვარძიის ცენტრალურ ტაძარში საშინელი კვამლი დახვდათ.

ისედაც დაზიანებული, 12-ე საუკუნის უნიკალური მხატვრობა, რომელიც ოქროს ხანის შემდეგ, რამდენიმე მიწისძვრას, შემოსევას და ხანძარს სასწაულით გადაურჩა, ახლა ჭვარტლისაგან სრულიად შავია.

ამ ეტაპზე, იმდენად არის ყველაფერი ჭვარტლით დაფარული, რომ ფრესკების არც ფერი ჩანს და არც დაზიანების ხარისხი. მეცნიერები, გადაჭრით ამბობენ, რომ ფრესკებისთვის ხანძრამდელი სახის დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები საკმაოდ ძვირადღირებულია და მასში საზოგადოებრივად აქტიური ფიგურები უკვე ჩაერთვნენ.

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

დღის ამბები