01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
"ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში" - ეკა ბესელიას წიგნის პრეზენტაცია

დეპუტატ ეკა ბესელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში - ამ სახელწოდების არის სამეცნიერო მონგრაფია, რომელიც ძირითადად ძალადობის პრობლემას ეხება და ფსიქოლოგიურ ანალიზსაც მოიცავს.

წიგნის პრეზენტაციას დეპუტატები, მთავრობის წევრები, ექსპერტები, მეცნიერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„პრობლემა, რომელიც ამ სამეცნიერო მონოგრაფიაში არის, ეხება ზოგადად ძალადობის პრობლემას, კრიმინოგენულ და სისხლის სამართლებრივ ასპექტებს, ფსიქოლოგიურ ანალიზს და მათ შორის, საქართველოს მაგალითზე. ეს წიგნი არის პრევენცია იმისა, რომ აღარასოდეს, არცერთი ადამიანი არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები