01 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
სოფელ ზვარეში მუშების პროტესტი დღესაც გაგრძელდება

სოფელ ზვარეში მუშების პროტესტი დღესაც გაგრძელდება. საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ქართველი თანამშრომლები კვლავ მოითხოვენ კომპანიის მმართველი პირების შეცვლას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაოების შესრულებაზე უარს აცხადებენ.

მათივე თქმით, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, ისინი არც კომპანიას მისცემენ მუშაობის საშუალებას. საპროტესტო აქციას წინ უძღოდა ხარაგაულის სოფელ ზვარეში ფიზიკური დაპირისპირება კომპანიის ჩინელ და ქართველ თანამშრომლებს შორის.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე.

დღის ამბები