01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
ენერგეტიკის მინისტრი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ მოელის

ენერგეტიკის მინისტრმა ელექტროენერგიის ტარიფზე ისაუბრა. ილია ელოშვილი დენის ტარიფის გაზრდას არ მოელის. მინისტრის შეფასებით, ამ ეტაპზე ტარიფის გაძვირების არავითარი წინაპირობა არ არსებობს.

შესაბამისი სატარიფო განაცხადით სემეკმა მარეგულირებელ კომისიას უკვე მიმართა.

"ამ ეტაპზე მსგავსი წინაპირობა არ არსებობს, ეს არის მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ არ ჩავერიოთ, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ამის წინაპირობა არ არსებობს, რომ ტარიფი გაძვირდეს,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

დღის ამბები