01 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ - თბილისის ზოოპარკს ახალი ცხოველები შეემატნენ

თბილისის ზოოპარკს ახალი ცხოველები შეემატნენ. საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა საჩუქრად 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ გამოგზავნა.

ცხოველები თბილისის ზოოპარკში დღეს გამთენიისას შემოიყვანეს და საკუთრ ვოლიერებში მოათავსეს.

უახლოეს მომავალში საშუალო ზომის კენგურუს, აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა იგეგმება. მანამდე კი, თბილისის ზოოპარკში აფრიკული მაკაკებისა და ემუს ნახვა ხვალიდან შეიძლება.

დღის ამბები