01 ოქტომბერი 2024,   13:31
ვრცლად
ორბელიანის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

ორბელიანის მოედანზე ტელეგრაფის ჩიხში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. დანგრეულია კორპუსის სამი სართული. ნგრევამ დააზიანა გვერდზე მდებარე შენობაც. 

საცხოვრებელ სახლს ამ წუთებში არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ადგილზე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც შენობას ნანგრევებისგან წმენდენ. 

ადგილობრივების განცხადებით, შენობა ავარიული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. მათივე თქმით, მათ გამგეობას არა ერთხელ მიმართეს და კორპუსის რეაბილიტაცია ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. სახლში 5 ოჯახი ცხოვრობს. 

ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გამგეობა მათ ბინის დასაქირავებლად 200 ლარს სთავაზობდა, თუმცა თანხა იმდენად მცირეა, რომ ალტერნატიული ფართის შოვნა ვერ შეძლეს.

მოსახლეობა მერიას დახმარებას სთხოვს. შემთხვევის ადგილზე რაიონის გამგებელი იმყოფება. გელა არჩვაძე ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეთანხმება ამ დროისთვის უკვე მიღწეულია და მოხდება მათი ალტერნატიულ ფართში გადაყვანა. 

ავტორი სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები