01 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
"მათი მომზადება უნდა იყოს ადეკვატური, რომ თავსებადი იყოს ძირითად არმიასთან“ - სესიაშვილი წვევამდელებზე

ჯარში სავალდებულო გაწვევა აღდგება - საკითხთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტიელბას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც თიან ხიდაშელმა გააუქმა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიღება, მას ამ საკითხთან დაკავშირებით, კრიტიკული პოზიცია ქონდა. 

მისი თქმით, ნებისმიერი ჯარისკაცი არის სამხედრო რეზერვისტი და მათი მომზადება უნდა იყოს შესაბამისი ძირითადი არმიის მომზადებასთან.

“როცა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა თავისი ბრძანებით, შეწყვიტა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიღება, მე მაშინ ჩემი კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე იმ ნაწილში, რომ ამაზე საჭირო იყო ფართო მსჯელობა. წვევამდელები მსახურობენ არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვა უწყებებშიც და ჩემი აზრით, მათი ერთგვარი შეთავსება სამხედრო სარეზერვო სამსახურთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ნებისმიერი ჯარისკაცი, ეს არის სამხედრო რეზერვისტი და მათი მომზადება უნდა იყოს ადეკვატური, რომ თავსებადი იყოს ძირითად არმიასთან,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

აღნიშნულ თემაზე დღეს განმარტება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა.

ავტორი: ეკო მაღრაძე 

დღის ამბები