01 ოქტომბერი 2024,   13:35
ვრცლად
რა ფორმით ჩაერთვება საქართველო ნატო-ს შავი ზღვის უსაფრთხოებაში - თავდაცვის მინისტრი ბრიუსელიდან წინადადებებს ელოდება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი რა ფორმით ჩაერთვება საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შავი ზღვის უსაფრთხოებაში. თავდაცვის სამინისტრო ბრიუსელიდან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნატო-ს ახალ კონცეფციაზე ბრიუსელთან თბილისი აქტიურად მუშაობს, თუმცა ლევან იზორია ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის აგრესიის შემდეგ განადგურებული სამხედრო ფლოტი აღადგინოს.

ლევან იზორია ამბობს იმასაც, რომ ამ დროისთვის ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოებაში დისკუსია მიმდინარეობს. ძალოვან უწყებას სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის იმედი აქვს, რომელიც უსაფრთხოების კონცეფციაში საქართველოს ჩართვის აქტიური მხარდამჭერია.

სტრატეგიული პარტნიორების დახმარების იმედი აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც.

საპარლამენტო უმცირესობის განმარტებით, კი საქართველოს მთავრობა შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში ჩასართავად არასაკმარის ძალისხმევას იჩენს.

ავტორი: დავით კაკულია. 

დღის ამბები