01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახალ რეგულაციებზე მუშაობას იწყებს

ახალ რეგულაციებსა და მოქმედის გამკაცრებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უკვე მუშაობს. რეგულაციებმა, რომელზე მსჯელობაც აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა, თამარ მეფის ფრესკა და მონასტრის კედლის მხატვრობა პრაქტიკულად განადგურების პირას მიიყვანა, კულტურული ძეგლები უნდა დაიცვას. უწყება, სპეციალურად ვარძიის სამონასტრო კომპლექსისათვის მენეჯმენტის გეგმას ამზადებს, რომელიც ძალაში სავარაუდოდ იანვარში შევა.

ახალ რეგულაციებზე დღეს კულტურის მინისტრმაც ისაუბრა. შეზღუდვები დაწესდება ვიზიტორებისთვისაც. ასევე დადგინდება, თუ რა წესები უნდა დაიცვან კულტურული ძეგლის ტერიტორიაზე მცხოვრებმა სასულიერო პირებმა.

რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ ხელოვნებათმცოდნეებიც.

ავტორი: შოთა კიკნაძე. 

დღის ამბები