09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ძლიერი ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიას ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. ის კუნძულ კუსიუს დაატყდა თავს და ცენტრალური რეგიონები დააზარალა. 20 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და შენობებს სახურავები გადახადა.

სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, 300-ზე მეტ ოჯახს კი ევაკუაციის რეკომენდაცია მიეცა. მეტეოროლოგების განცხადებით, დღის ბოლოს ტაიფუნი ცენტრალურ რეგიონებს მიაღწევს. შტორმის განგაში 11 პრეფექტურაშია გამოცხადებული. აეროპორტებმა უკვე 150-ზე მეტი რეისი გააუქმეს.

დღის ამბები