01 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
2018 წლიდან ავტომობილების პერიოდული სავალდებულო ტესტირება შევა ძალაში

2018 წლიდან ავტომობილების პერიოდული სავალდებულო ტესტირება შემოდის ძალაში. შესაბამისი სტანდარტები უცხოურმა კომპანიამ უნდა შეიმუშავოს, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაიქირავებს.

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტესტირების ფასი მას შემდეგ დადგინდება, რაც საკონსულტაციო კომპანიასთან მოლაპარაკებები გაიმართება.

„კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე შემოვლენ, მოუწევთ აკრედიტაციის გავლა. აკრედიტაციის ორგანოს ინსპექტირების შესაძლებლობა ექნება. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საერთაშორისო კონსულტანტი მოვიწვიოთ, რომელიც ჩვენთან ერთად სტანდარტებს შეიმუშავებს, რომელიც კორუფციას გამორიცხავს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები