01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
თბილისში ადვოკატთა სასწავლო ცენტრი გაიხსნა

თბილისში ადვოკატთა სასწავლო ცენტრი გაიხსნა. წითელი ლენტი საქართველოს პრეზიდენტმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გაჭრეს. სასწავლო ცენტრი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით განახლდა.

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის გახსნა სიმბოლურად ადვოკატის პროფესიულ დღეს დაამთხვიეს. დღესვე, რამდენიმე ადვოკატმა ფიცი დადო.

„გამოვთქვამ კიდევ ერთხელ ჩემს აღტაცებას თქვენი პროფესიის, იმ უნარის მიმართ, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არა მარტო პროფესიული არამედ მორალური, არა მარტო მორალური არამედ პიროვნული, რომ დაიცვათ ის, რის დაცვასაც მეც საქართველოს კონსტიტუცია მავალებს. დაიცვათ ადამიანის უფლებები, ყველა ადამიანის უფლება მიიღოს სამართლიანი სასამართლო,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები