01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
მზრუნველობამოკლებული და შშმ ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლი აშენდება

ჯანდაცვის სამინისტროსა და სამშენებლო კომპანია M2-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობას იწყებს, რომელიც ადაპტირებული იქნება მათ საჭიროებებზე.

პირველი შემთხვევაა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობის და ის ათამდე ბავშვზე იქნება გათვლილი. პროექტზე მუშაობა დასრულებულია და მშენებლობა იანვრიდან დაიწყება.

დღის ამბები