01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
ქართველი სასულიერო პირები NATO-ს შტაბბინაში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია, ბრიუსელში, საინფორმაციო შეხვედრებს NATO-ს შტაბბინაში, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებსა და ევროპარლამენტში მართავს. სასულიერო პირები ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოსაც მოინახულებენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

დელეგაცია ბრუსელში იმყოფება საქართველოს კათოლიკოს პატრიქრქის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით. დელეგაციას ხელმძღვანელობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

ვიზიტის შესახებ განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. 

"ჩემთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოსებთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. ასეთი დელეგაცია ჩვენთან პირველად ჩამოვიდა. როდესაც გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, ის შეხვდა საქართველოს პატრიარქს. მინდა აღვნიშნო, რომ სასულიერი პირები საკმაოდ ინფორმირებულნი არიან. დეტალურად ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ნატო საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან დევნილები. დღეს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია არის ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია ქართულ საზოგადოებაში,"- განაცხადა აპატურაიმ. 

დღის ამბები