01 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
ეს არის საერთაშორისო რეპუტაცია დ მზადება იმისთვის, რომ ევროკავშირის ოჯახში შევიდეთ - ეკა ლალიაშვილი ავტომობილების ტესტირებაზე

2018 წლიდან ავტომობილების პერიოდული სავალდებულო ტესტირება შემოდის ძალაში. ამ საკითხთან და ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი, საუბრობს.

ლალიაშვილი ამბობს, რომ ავტომობილების ტექდათვალიერების ღირებულება იქნება კონსტრუქციული და მისი გადახდა მძღოლებს არ გაუჭირდებათ.

„ავტომობილის გამონაბოლქვის 71% არის დამაბინძურებელი ჰაერის და გახშირებულია სასუნთქ სისტემათა დაავადებები, რისი ძირითადი მიზეზიც არის გამონაბოლქვი. ცალსახად ნათელია, რომ ტექდათვალიერება გვჭირდება,“ - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ლალიაშვილი კვლევის შედეგებზეც საუბრობს, რომლიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა და ეხებოდა ხალხის დამოკიდებულებას ავტომობილების ტექდათვალიერების საკითხს. მისი თქმით, გამოკითხულთა 76%  მიესალმება ახალ რეფორმას.

„საუბარია ეტაპობრივად გადასვლა ევროსტანდარტების მოთხოვნებზე, რადგან გასათვალისწინებელია არსებული ვითარება. ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას აქვს სავალდებულო ტექდათვალიერება.  ეს არის ხელისუფლების იმიჯის და რეპუტაციის საკითხი. თუ მან ამდენი წლის შემდეგ გადაწყვიტა და განცხადება გააკეთა, რომ ტექდათვალიერება შემოდის, მისი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ისე განახორციელოს, რომ შეკითხვა არ დაისვას, არსებობს თუ არა კორუფცია ამ სფეროში,“ - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

„ეს არ არის მხოლოდ ზრუნვა თავის მოქალაქეებზე, ეს არის საერთაშორისო რეპუტაცია და მზადება იმისთვის, რომ ევროკავშირის ოჯახში შევიდეთ,“ - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა და დასძინა, „ჩვენი ხელისუფლების სიძლიერე გამოჩნდება ახლა, თუ რამდენად უმტკივნეულოდ შეძლებს ამ პროცესების მართვას“.

 

 

დღის ამბები