01 ოქტომბერი 2024,   13:30
ვრცლად
14-მილიონიანი კორექტირება - თბილისის ბიუჯეტში ცვლილება ქართულმა ოცნებამ საკრებულოში დაამტკიცა

საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. თბილისის მერიის მოთხოვნა 14 მილიონის კორექტირების შესახებ დაკმაყოფილებულია. ოპოზიციამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და გადაწყვეტილება 28 დეპუტატმა 13-ის წინააღმდეგ მიიღო. 

"არჩევნებზე მაქსიმალურად გამოიყენეს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი და თანხები ისე დახარჯეს, რომ ამომრჩეველზე მოახდინეს გავლენა. 12 თვის სოციალური შემწეობის თანხა სრულად დახარჯეს წინასწარ. ეს მიმართულება კი სხვა მიმართულებების ხარჯზე შეავსეს. კერძოდ, საგზაო მიმართულება 1 მილიონით შემცირდა, ავარიული კორპუსების დაფინანსება  - 60 000 ლარით, ეკონომიკის სტიმულირების დაფინანსება - 1 400 000 ლარით," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.  

ბრალდებებს უპასუხეს ქართულ ოცნებაში და ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულეს. 

"ერთჯერად სოციალური დახმარებებზე დაიხარჯა, ეს არის სპეციალური პროგრამები. ეს ჩვეულებრივი საბიუჯეტო პროცესია. 2014 წელსაც ზუსტად ამ პერიოდში მოხდა მსგავსი ცვლილება. ამ მუხლს მილიონ შვიდასი ათასი დაემატა.  2015 წელს - 2 300 000. ნაციონალური მოძრაობა ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს," - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.  

დღის ამბები