01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს დღეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში. კონფერენცია ადვოკატთა დღეს ეძღვნებოდა.

შეხვედრის მონაწილეებს შორის იურისტთა საქმიანობის საკვანძო თემებზეც გაიმართა დისკუსია. კონფერენცია, რომელსაც ამჯერად ადვოკატები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უკვე მესამედ გაიმართა.

„სამართლიანი სასამართლო გამორიცხულია ძლიერი ადვოკატის, ძლიერი დაცვის გარეშე,“ - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატთა კორპუსის სიძლიერის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქართული ოცნების წევრმა, თამარ ჩუგოშვილმაც.

„ადვოკატთა კორპუსს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყანაში მართლმსაჯულების კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს წარმატებული, ძლიერი ორგანიზაცია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები