01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
ავტომობილების პერიოდული სავალდებულო ტესტირება 2018 წლიდან შემოვა ძალაში

12 პარამეტრი, რომელსაც ტექნიკურად გამართული მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, ევროსტანდარტია. სავარაუდოდ, სავალდებულო ტესტირებისას ავტომობილების მძღოლებს სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.

ავტომობილების პერიოდული სავალდებულო ტესტირება 2018 წლიდან შემოვა ძალაში. 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველ მძღოლებს ისევ მოუწევთ საკუთარი ავტომობილების წესრიგში მოყვანა და გარკვეული სტანდარტების დაცვა. ამ სტანდარტებს კი უცხოური კომპანია დაადგენს, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიქირავა.

ჯერჯერობით არ სახელდება, რა დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს უცხოური კომპანიის მომსახურება.

ვიდრე მუშაობა დაიწყება, ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. კორუფცია და მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ის ორი მთავარი საკითხია, რომელზე ყურადღების გამახვილებასაც სპეციალისტები ხელისუფლებას ურჩევენ.

ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, სავალდებულო ტექნიკურ ტესტირებას ოპოზიცია გაუმართლებლად მიიჩნევს

დღეისათვის საქართველოში 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 65%-ის წლოვანება ოც წელზე მეტია. სავარაუდოდ, სავალდებულო ტესტირება სწორედ ამ 800 ათასი ავტომობილის მძღოლს შეუქმნის პრობლემას. სისტემის ამოქმედებს შემდეგ ხელისუფლება ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ელოდება.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე 

დღის ამბები