01 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
ნეპოტიზმი ქვეყანაში - ახლო ნათესავების დასაქმების მაჩვენებლით ადგილობრივი ხელისუფლებები ლიდერობენ

ნეპოტიზმი და თვითმმართველობა - როგორც ირკვევა, ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების დასაქმების მაჩვენებლით სახელმწიფო უწყებებში ადგილობრივი ხელისუფლებები ლიდერობენ. დასკვნა ამ თემაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ წარმოადგინა.

ნეპოტიზმის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში, გუბერნიებსა და თვითმმართველობებში. გამოკითხვების მიხედვით კი ხშირია ნათესავებისა და მეგობრების, ასევე პარტიული ნიშნით უკონკურსოდ თანამშრომლების დანიშვნის შემთხვევები.

კვლევის ავტორების განცხადებით, პრობლემას უფრო სერიოზული სახე აქვს კახეთში, სადაც ნეპოტიზმის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეც მოხვდა.

გუბერნატორის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც კვლევა მისივე შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ჩაატარა, სიცრუეში ადანაშაულებს.

საკუთარ მონაწილეობას გამორიცხავს მეუღლის დაწინაურებაში ფოთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.

კვლევის თანახმად, ანალოგიური სიტუაციაა საქართველოს ყველა რეგიონში.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

 

დღის ამბები