01 ოქტომბერი 2024,   13:36
ვრცლად
ცხინვალის ციხიდან საქართველოს ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს

ცხინვალის ციხიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ, საქართველოს ექვსი მოქალაქე გათავისუფლეს. ერთერთი მათგანი სოფელ დიციდან, ხუთი კი ხაშურის რაიონიდან აიყვანეს.

ექვსივეს საოკუპაციო რეჟიმი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებდა. საქართველოს მოქალაქეების განმარტებით, მათ საქართველოს საზღვარი საერთოდ არ გადაუკვეთავთ.

„თავს დამესხა ორი რუსი ჯარისკაცი, შეიარაღებულები და დამაკავეს, ხოლო სად წამიყვანეს ვერ განვსაზღვრე, იმიტომ რომ ქუდი ჩამომაფარეს თვალებში, ამიღეს თითის, ხელის გულის ანაბეჭდები, ჩაიწერეს ჩემი მონაცემები. ჩვენს მხარეს დაგვაკავეს, საზღვარი არ გვქონდა გადაკვეთილი,“ - აღნიშნა ერთერთმა დაკავებულმა პაატა მძინარაშვილმა.

დღის ამბები