01 ოქტომბერი 2024,   13:33
ვრცლად
ვარძიაში დაზიანებული ფრესკების აღდგენისთვის პრეზიდენტის ფონდიდან თანხა გამოიყოფა

გიორგი მარგველაშვილი მზად არის ვარძიაში დაზიანებული ფრესკების აღდგენით სამუშაოებში, პრეზიდენტის ფონდიდან თანხა გამოყოს. ფინანსური მხარდაჭერის შეთხვევაში, სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ თანხა ფრესკების კონსერვაციას მოხმარდება. პროექტი 2017 წლიდან იწყება.

პრეზიდენტმა დეტალები არ დააკონკრეტა და უცნობია რა თანხის გამოყოფას აპირებს საპრეზიდენტო ფონდიდან. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს, როგორ გადანაწილდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით, რომ სახელწიფო პოლიტიკა შესაცვლელია, ამაზე დღეს ექსპერტებიც საუბრობდნენ. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 30-ე მუხლში ცვლილებების შეტანაა.

დღეს მოქმედი რედაქციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების შემთხვევაში, სანქციები და პასუხისმგებლობა არ ვრცელდება, თუ ობიექტი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა რელიგიური კონფესიების საკუთრებაა.

საპატრიარქო ვარძიაში მიმდინარე პროცესებსა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი პირველ ნოემბერს გაჩნდა, რამაც უნიკალური მხატვრობა დააზიანა და ფრესკები ჭვარტლით დაფარა.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი 

დღის ამბები