01 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
ისტორიული მნიშვნელობის ეროვნული სამოსი - რესტავრირებული კოსტიუმების გამოფენა

უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგენილი ეროვნული სამოსი - ხუთი განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმი ხელოვნების სასახლეში გამოიფინება.

6 თვიანი მუშაობის შემდეგ, თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის მუზეუმი სტუმრებს ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე ელოდება.

ხუთი განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმის რესტავრაცია დასრულებულია, ეს პროცესი მთლიანად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა დააფინანსა.

უნიკალური რესტავრაციის დროს აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროს, ვერცხლის დეტალების აღდგენა. კოლექციის აღდგენაზე მუზეუმის 2 რესტავრატორი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.

ავტორი: მაია ლომიძე 

დღის ამბები