01 ოქტომბერი 2024,   13:28
ვრცლად
თაღლითობის მცდელობის ფაქტი - დაკავებულია ბათუმის მერიის წარმომადგენელი

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია ბათუმის მერიის წარმომადგენელი კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამოძიების ინფორმაციით, გოჩა დევაძემ მოქალაქეს უკანონო მშენებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დაჩქარების სანაცვლოდ 2 ათასი ლარი გამოართვა. მისი დაკავება სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სწორედ თანხის აღების დროს მოხდა. ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ელის.

დღის ამბები