01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა კოტ-დ’ივუარის 2 და განას რესპუბლიკის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები