01 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
თბილისის რამდენიმე რაიონს, ხვალ 11:00 საათიდან 12 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია Georgian Water and Power-მა ნაძალადევის რაიონში, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

ახალ ქსელზე გადაერთების გამო ხვალ დილის 11:00 საათიდან 12 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

თემქის დასახლების ნაწილს, სარაჯიშვილის, გურამიშვილის, ქსნის, გვაზაურის, თორნიკე ერისთავის, ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩების, სანზონის დასახლების ნაწილს, ლოტკინის ნაწილს. 

დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივს და წერეთლის გამზირს წყალი დაბალი წნევით მიეწოდება.
კოპმანია შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.

დღის ამბები