01 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
ქედაში, საპროტესტო აქციაზე, სამი ადგილობრივი დააკავეს

ქედაში, საპროტესტო აქციაზე, სამი ადგილობრივი დააკავეს. სოფელ გოგიაშვილების მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მონტაჟს ეწინააღმდეგება. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მატ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქციის მონაწილეებმა სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და მძიმე ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. სამართალდამცველებმა სამი პირი სწორედ ამ დროს აიყვანეს. მათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბრალდებათ.

„დილით მოვიდა რაიონის გამგებელი, დაგვარბია, უყურა, იკაიფა ამ სიტყვის მნიშვნელობით და წავიდა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა შაქრო არდენაძემ.

დღის ამბები