01 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
სვანეთში ნაპოვნი გერმანელი ბიზნესმენის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს

მესტიაში რამდენიმე თვის წინ დაკარგული გერმანიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. სერგეი სმისლოვის მანქანა სვანეთში, ენგურის ხეობაში, ხრამში გადავარდნილი ნახეს. მაშველებმა ის უკვე ამოუყვანეს.

პირველადი მონაცემებით დასტურდება, რომ დაღუპული სწორედ დაკარგული ინჟინერია, თუმცა საბოლოო პასუხს ექსპერტიზა იტყვის. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ემჩნევა. ადგილზეა მისი პირადი ნივთებიც. სავარაუდოდ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.

სერგეი სმისლოვს ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა. ის კომპანია ეპტისა-ს წარმომადგენელი იყო, რომელიც მესტიაში წყლის მილების გაყვანას უზრუნველყოფდა. მისი ოჯახის წევრებს ეჭვი ჰქონდათ, რომ 65 წლის სმისლოვი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები