01 ოქტომბერი 2024,   13:38
ვრცლად
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება - სკანდალური მოსამართლე ურთმელიძის სკანდალური ლექცია

პირველი საჯარო გამოჩენა სკანდალური გადაწყვეტილების შემდეგ. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ რუსთავი 2-ის განმხილველი მოსამართლე საჯარო ლექციას სტუდენტებისთვის კითხულობს.

ყოფილმა მოსამართლემ, რომელიც იურისტებმა და არასამთავრობოებმა რუსთავი 2-ში ცენზორების დანიშვნაში დაადანაშაულეს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საკუთარი აზრი ახალგაზრდებს უნდა გააცნოს.

საჯარო ლექცია რუსთავი 2-ის კამერებისთვის დაიხურა, გადაწყვეტილება ყოფილმა მოსამართლემ მიიღო. ლექცია კი ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც სტუდენტებთან ერთად რუსთავი 2-ის იურისტებიც ესწრებიან.

სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა საჯარო ლექციაზე მიიტანეს მოსამართლეობის პერიოდში ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ს დროებითი მფლობელები დაენიშნა. ურთმელიძის გადაწყვეტილება არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა სტუდენტებს თავად დაურიგა. 

იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2-ის შესახებ კითხვები თამაზ ურთმელიძესთან სტუდენტებს არ ექნებათ, ყოფილ მოსამართლეს შეკითხვით რუსთავი 2-ის იურისტები მიმართავენ. 

ლექციის დაწყებამდე, მურუსიძემ რუსთავი 2-თან საუბარი არ ისურვა და კურიერის ჟურნალისტს ინტერვიუს ლექციის დასრულების შემდეგ დაპირდა. 

ლექცია უნივერსიტეტში სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და უნივერსიტეტის თვითმართველობის მიერ არის ორგანიზებული. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ურთმელიძე, როგორც პრაქტიკოსი იურისტი მიიწვიეს. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, თვითმმართველობის წარმომადგენელს არ უსაუბრია და არ იცის ისაუბრებს თუ არა ყოფილი მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე. 

თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის საქმის შესწავლა უპრეცენდენტოდ მოკლე დროში 9 სხდომაში დაასრულა. განხილვა 17 სექტემბერს დაიწყო, გადაწყვეტილება კი 3 ნოემბერს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის 100 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ავტორი ნათია ტრაპაიძე

 



დღის ამბები