01 ოქტომბერი 2024,   13:40
ვრცლად
ათობით სოციალურად დაუცველს კომუნალური გადასახადების გადახდა თავად მოუწევს

ათეულობით სოციალურად დაუცველს ერთი თვის კომუნალური მომსახურების დაფარვა საკუთარი ხარჯით მოუწევს. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელში შესახლებულებიდან, 40 ოჯახი, მათთვის უცნობი მიზეზის გამო, კომუნალური სუბსიდიით ვერ ისარგებლებს.

ამ ოჯახებს თანხა არც პირად ანგარიშზე ჩაერიცხათ და არც შესაბამისი კომპანიის ანგარიშებზე ასახულა.

რატომ ვერ მოხერხდა სოციალურად დაუცველი ოჯახების უზრუნველყოფა კომუნალური სუბსიდიით, ჯერ უცნობია. არც სოციალური მომსახურების სააგენტოში და არც მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. სოციალურად დაუცველების განცხადებით, კი ისინი ახალი წესის ამოქმედების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და საჭირო დოკუმენტები გამგეობებში არ წარუდგენიათ.

სოციალურად დაუცველები აქამდე არსებული წესით, კომუნალური სუბსიდიისთვის გათვალისწინებული 106 ლარიდან, თანხის ნაწილს სხვა საჭიროებისთვისაც მოიხმარდნენ. რამდენიმე კვირის წინ კი გადაწყდა, რომ თანხა პირდაპირ კომპანიას ჩაერიცხებოდა.

სოციალურად დაუცველების ხარჯზე თანხის დაზოგვაში ოპოზიცია თბილისის მერიას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ამ თემაზე დასმულ შეკითხვას კი დავით ნარმანია პასუხს არ სცემს.

კომუნალური სუბსიდიის დაფინანსების ცვლილების გამო, მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირება გასულ კვირას განახორციელა. მუნიციპალიტეტი ახლა უკვე მომავალი წლის ბიუჯეტს ამზადებს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება სოციალურად დაუცველების დასახმარებლად თანხები 2017 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში.

ავტორი ეკო მაღრაძე

დღის ამბები