01 ოქტომბერი 2024,   13:29
ვრცლად
დიღმის მასივში "მარი მარკეტი" დააყაჩაღეს

დიღმის მასივში მარი მარკეტი დააყაჩაღეს. მომხდარი რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. უკვე ცნობილია, რომ თავდამსხმელმა 1640 ლარის გატაცება მოახერხა. ის მარკეტში ნიღბით შევიდა.

მაღაზიის მფლობელის თქმით, მას აქვს ეჭვი, რომ ყაჩაღობა იყო დაგეგმილი, რადგან პირი რომელიც მაღაზიას თავს დაესხა, მაღაზიაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, სიტუაციის შესასწავლად.

 “დანიანი იყო, გაიტანეს თანხა მაგრამ პოლიცია ოპერატიულად ჩაერთო და მალე გაირკვევა ყველაფერი. 1640 ლარი წაიღეს,“ - განაცხადა მარი მარკეტის მფლობელმა, ზაზა ზაქარეიშვილმა.  

თავდამსხმელი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

 

დღის ამბები