01 ოქტომბერი 2024,   13:35
ვრცლად
ფოთში კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებული ფართის დაცლის მოთხოვნას ხმაური მოჰყვა

ხმაური იყო ფოთში. გორგასლის ქუჩაზე აღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი ოჯახის მიერ კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებული ფართის დაცლა მოითხოვეს.

ოფიციალურმა პირმა აბულაძეების ოჯახს სასამართლოს გადაწყვეტილებაც გააცნო, რომლის თანახმადაც ფართის კანონიერი მესაკუთრე სხვა პირია. ოჯახის წევრები სასამართლოს დადგენილებას უკანონოდ მიიჩნევენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

დღის ამბები