01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ლეონარდ კოენს სავარაუდოდ ლოს-ანჯელესში დაკრძალავენ

82 წლის ასაკში ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი ლეონარდ კოენი გარდაიცვალა.

ლეგენდარული მუსიკოსის ავადმყოფობის შესახებ ბოლო დროს ინფორმაცია ხშირად ვრცელდებოდა. ერთი თვის წინ კი მან შეძლო და თავისი მე-14 მუსიკალური ალბომი ჩაწერა.

ოჯახის წევრების ცნობით, ლეონარდ კოენს ლოს-ანჯელესში დაკრძალავენ. მშობლიურ მონრეალში გლოვის ნიშნად მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

პოპულარულ მუსიკოსს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ის როკ ენ როლის დიდების დარბაზის წევრია და კანადის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს საპატიო ორდენის მფლობელიც.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები