01 ოქტომბერი 2024,   13:32
ვრცლად
მიწების უკანონო გასხვისება - სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტესტო აქცია თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში. სოფლის 200-მდე მცხოვრები, რომელიც ეთნიკური აზებაიჯანელია, წინა ხელისუფლებას მიწების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს.

საუბარია 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, 2011 წელს მიწა აუქციონის წესით 8 პირზე ფარულად გასხვისდა.

მოსახლეობა კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. აქციის მონაწილეების პრობლემებს თელავის გამგებლის მოადგილე გაეცნო.

დღის ამბები