01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
თბილისში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო

დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო. მახათას მთის შემდეგ ზეთისხილის ბაღი თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ ეწყობა.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა შვილებთან ერთად მიიღო. პროცესში ჩაერთო მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლოებაც.

სულ დაგეგმილია 9 400 ძირი ზეთისხილის ნერგის დარგვა. მათ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფს. 

დღის ამბები