01 ოქტომბერი 2024,   13:39
ვრცლად
ქუთაისი 2021 - ქუთაისის განვითარების სტრატეგიის განხილვა გრძელდება

ქუთაისის განვითარების სტრატეგიის განხილვა გრძელდება. ქუთაისის მერიამ და საქართველოს მედია-კლუბმა დღეს ქალაქის განვითარების საშუალო ვადიანი სტრატეგია -"ქუთაისი 2021" ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და სტუდენტებს გააცნეს.

"ქუთაისი 2021" შვიდ სტრატეგიულ მიზანს და 10 პროგრამას მოიცავს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლებისა და კლუბის წევრები აცხადებენ, აღნიშნულ პროგრამაში მთავარ პრიორიტეტს ქუთაისის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარება წარმოადგენს.

დღის ამბები