01 ოქტომბერი 2024,   13:34
ვრცლად
ყვარელში ლიტერატურული კონკურსი "შემოდგმის ლეგენდა" მიმდინარეობს

ყვარელში ამ წუთებში ლიტერატურული კონკურსი "შემოდგმის ლეგენდა" მიმდინარეობს. ათი ფინალისტი პროზაულ ნაწარმოებს წერს. ნაწარმოების დასრულებისთვის მათ კიდევ 6 საათი აქვს. ანუ 10 დასრულებული მოთხრობა კონკურსანტებმა ღამის 12 საათისთვის უნდა დაასრულონ.

სამი გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდება და ისინი ფულად პრემიებსა და პრიზებს მიიღებენ. პარალელურად მიმდინარეობს "შემოდგმის ლეგენდის" ონლაინკონკურსი. 

დღის ამბები