01 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
საქართველოში ავტომანქანების თითქმის 80% ტექნიკურ დათავლიერებას ვერ გაივლის

2018 წლიდან, სავარაუდოდ, ავტომობილების ტექ-დათვალიერება აღდგება. ავტომობილების მფლობელებს ხარჯები გაეზრდებათ, თუმცა საქართველოში ბევრი ისეთი მანქანაა, რომელიც ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

როგორც ბიზნესკურიერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პაატა გოგოლაძემ, განუცხადა, ტექნიკური დათვალიერებისთვის საქართვლოში 24 ცენტრია მზად.

„აკრედიტირებული ცენტრები, რომელიც ავტომობილების მძღოლებს ტექნიკურ დათვალიერებას სთავაზობენ, მათი რაოდენობა საქართველოში ჯერ-ჯერობით 24 და მათი დიდი ნაწილი უკვე ფლობს იმ აღჭურვილობას, რომელიც საჭიროა ავტომობილების დათვალიერებისთვის. მათ საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩადეს გადაიარაღებაში,“ - აცხადებს პაატა გოგოლაძე.

დღესდღეობით ორი მთავარი პრობლემაა - ტექ-დათვალიერების უზრუნველყოფის მხრივ შექმნილი გაუგებრობა, მეორე კი – ადმინისტრირება, რომ დათვალიერება საყოველთაო იყოს. ამის გარეშე, ცხადია, მძღოლების უმეტესობა პროცედურას თავს აარიდებს, რადგან დიდი ალბათობით ტესტის გასავლელად მანქანის მოწესრიგება დასჭირდება.

პრობლემაა გაზის ბალონებზე მომუშავე მანქანების თავლსაზრისითაც. როგორც შესაბამისი სადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, მდგომარეობა კატასტროფულია, უმეტესობა მანქანას გაზის ბალონი კუსტარულად აქვს დამონტაჟებული და ძირითადად ვადაგასული ბალონებია.

საქართვლოში 1 100 000 მანქანაა რეგისტრირებული, მათგან მხოლოდ 10%-ია 10 წელზე ახალი, შესაბამისად მეტ-ნაკლებად გამართული, 40% კი 20 წელზე მეტი ხნისაა.

 

 

დღის ამბები