01 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
დაიბრუნებს თუ არა ფრესკები ხანძრამდელ სახეს - საპატრიარქოსგან განსხვავებით, სპეციალისტები პროგნოზს ვერ აკეთებენ

საპატრიარქოს ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ვარაუდი, თითქოს ვარძიის უნიკალური ფრესკები ხანძრამდელ სახეს ვერ დაიბრუნებს. საპატრიარქოს დასკვნის  მიხედვითაც, მე-12 საუკუნის მოხატულობის აღდგენა სრულიად შესაძლებელია და ეს დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

სპეციალისტები კი წინასწარ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ჭვარტლისგან უნიკალური ფრესკების გაწმენდითი სამუშაოები ტაძარში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, რესტავრატორები დანამდვილებით ვერ ამბობენ, შეძლებენ თუ არა მოხატულობისთვის ხანძრამდელი იერის დაბრუნებას. ისინი პირველ ფოტოებს ასაჯაროებენ, რომლებიც უნიკალურ ფრესკებზე მათი მუშაობის შედეგს ასახავს.

განცხადებაში საპატრიარქო ძეგლთა დაცვის სააგენტოს პასუხისმგებლობას აკისრებს იმის გამო, რომ წლებია, ვარძიის ტერიტორიაზე იქ მაცხოვრებელი სასულიერო პირებისთვის კელიების აშენება ვერ მოხერხდა.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი შენიშვნებს არ იღებს. 

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები