01 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" გამარჯვებული დეკემბერში გამოვლინდება

ვინ გახდა ლიტერატურული კონკურსის შემოდგომის ლეგენდის გამარჯვებული - მათი ვინაობა დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდება. ყვარელში ათი ფინალისტი პროზაულ ნაწარმოებს თემაზე ახალი სახლი შუაღამემდე წერდა. პარალელურად, ჩატარდა შემოდგომის ლეგენდის ონლაინ კონკურსიც.

შემოდგომის ლეგენდაში მონაწილეობა წელს საქართველოს ყველა რეგიონის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეეძლო. ათი ფინალისტი კი 400-მდე კონკურსანტიდან შეირჩა. ლიტერატურული კონკურსი მერვე წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება.

დღის ამბები