01 ოქტომბერი 2024,   13:41
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ბადრი მაისურაძე შეკრებილებს კულტურის მინისტრმა წარუდგინა. ახალ თანამდებობაზე მაისურაძეს პირველი სამუშაო დღე ხვალ ექნება. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევით დასი კმაყოფილია.

„მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით არამგონია ვინმეს რაიმე კითხვის ნიშანი ჰქონდეს. ადამიანი, რომელიც მომართულია 24 საათიან მუშაობაზე, რომლიც აპირებს, რომ ძალიან მოკლე ხანში პირველი შედეგები დადოს,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

თავად, ბადრი მაისურაძეს კონკრეტულ გეგმებზე არ უსაუბრია, თუმცა ამბობს, რომ დადგა დრო, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრის აღმავლობა უნდა დაიწყოს.

„მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, მე დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, მივიღე სერიოზული გადაწყვეტილება და ამიტომ სერიოზულად ვეკიდები ამ საკითხს,"- აღნიშნა ბადრი მაისურაძემ.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ბადრი მაისურაძე ოპერის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე გაიტანს.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი. 

დღის ამბები