01 ოქტომბერი 2024,   13:24
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ბულგარეთში

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ერთმანეთს მმართველი პარტიის კანდიდატი და პარლამენტის სპიკერი ცეცკა ცაჩევა და საინიციატივო კომიტეტის კანდიდატი გენერალი რუმენ რადევი უპირისპირდებიან.

ბოლო გამოკითხვების თანახმად გენერალი რადევი კონკურენტს ათი პროცენტით უსწრებს.

დასავლური მედია კი მას პრორუსულ კანდიდატად ასახელებს, რადგან ბულგარეთის ნატო-ში წევრობის მხარდაჭერის პარალელურად, ის ანტირუსული სანქციების მოხსნის მომხრეა და აცხადებს, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთებას ბულგარეთმა პრაგმატული პოზიციიდან უნდა შეხედოს.

დღის ამბები