01 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
აქცია პროკურატურასთან - საგამოძიებო უწყებასთან მოქალაქეებმა ცხოველებზე ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს 

ცხოველთა უფლებების მხარდასაჭერი აქცია საქართველოს პროკურატურასთან. რიგითმა მოქალაქეებმა ცხოველებზე ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის ამოქმედება მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, შეკრება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომლშიც ასახულია თუ როგორ სცემს მოქალაქე უპატრონო ძაღლს.

აქციის ორგანიზატორები იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ცხოველებს ფიზიკურად უსწორდებიან და პროკურატურას თითოეული ასეთი ფაქტის გამოძიებას სთხოვენ.

 

დღის ამბები